
შოპინგი
საფეხმავლო სავაჭრო ზონა და მშვიდი შიდა ეზოები, ექვსივე თაუერის ქვედა დონეზე გაშენებული ერთიანი ურბანული სივრცე.
თბილისის ცხოვრების ახალი ცენტრი
ხედვა
საბურთალოზე, თბილისის ცენტრალური პარკის გვერდით, რვა ჰექტარზე სრულიად ახალი უბანი იქმნება: ექვსი თაუერი, კეთილმოწყობილი საჯარო სივრცეები და მრავალფუნქციური სავაჭრო ჰაბი - მაღაზიებით, რესტორნებითა და კულტურული ზონებით, რომლებიც მთელი ქალაქის მიზიდულობის ცენტრად იქცევა.
Downtown Tbilisi დახურული კომპლექსი არ არის - ეს ქალაქის ცოცხალი ნაწილია, რომელიც ყველასთვის ღიაა. პროექტის მთავარი არქიტექტურული აქცენტი - Trump Tower Tbilisi, Trump-ის პირველი ღირსშესანიშნაობა კავკასიაში, ხოლო სივრცის მთლიანობას მწვანე ლანდშაფტი ქმნის, რომელიც ცენტრალური პარკიდან სავაჭრო სივრცის სახურავამდე უწყვეტად გრძელდება.
მისი მასშტაბი და ამბიცია ერთი ნახვით იგრძნობა - თაუერი დედაქალაქის სილუეტსა და მთელი რეგიონის არქიტექტურულ აღქმას ცვლის.
გენგეგმა
უბნის გენგეგმის ავტორია Gensler - ბიურო, რომელმაც Trump Tower Tbilisi დააპროექტა. თაუერებს ერთიანი არქიტექტურული ენა აერთიანებს - მრუდხაზოვანი ფუძე, საფეხურებრივი ტერასები და გამწვანებული სივრცეები, რისი წყალობითაც უბანი არა ექვს ცალკეულ შენობად, არამედ ჰარმონიულ, მთლიან კომპოზიციად აღიქმება. სავაჭრო სივრცის ორი მეხუთედი გამწვანებას ეთმობა.
სავაჭრო სივრცის ზემოთ ხედი იშლება ცენტრალურ პარკზე, მტკვრის ხეობასა და ქალაქის შემომსაზღვრელ ქედებზე. პარკინგი და ტექნიკური ზონები სრულად მიწისქვეშაა განთავსებული, რათა მიწის ზედაპირმა მაქსიმალურად მწვანე, საფეხმავლო ხასიათი შეინარჩუნოს.
თაუერები
რეზიდენციები, სასტუმრო, ოფისები, რითეილი და რესტორნები ექვს თაუერში - მომსახურების ერთიანი სტანდარტით.
კონცეფციური დიზაინი, 2026 წლის სექტემბერი. სართულების რაოდენობა და ფუნქციები სავარაუდოა და შეიძლება შეიცვალეს.
ცხოვრების სტანდარტი
საცხოვრებელი სივრცეების არჩევანი მყუდრო საქალაქო აპარტამენტებიდან ვრცელ საოჯახო ბინებსა და ბრენდირებულ Sky რეზიდენციებამდე ვრცელდება - ექვსივე თაუერში, სხვადასხვა მასშტაბისა და ცხოვრების სტილის მიხედვით.
ინტერიერის დიზაინი ეფუძნება თბილ, ნამდვილ ტექსტურებს: ქვის, ხისა და მინის ჰარმონია პანორამას სივრცის მთავარ მშვენებად აქცევს. ყოველი აპარტამენტი ექსკლუზიურ ტერასაზე, გადახურულ აივანსა თუ მწვანე ლოკაციაზე იშლება.
სავაჭრო სივრცე
სავაჭრო, გასტრონომიული, კულტურული და მწვანე სივრცეების უმაღლესი დონე სრულად ღიაა ქალაქისთვის და შორსაა ჩაკეტილი კონცეფციისგან. სწორედ ეს ერთიანი პლატფორმა აქცევს ექვს თაუერს ცოცხალ, ინტეგრირებულ უბნად.
სავაჭრო სივრცის საბოლოო პროგრამა დამოკიდებულია პროექტის განვითარებაზე.
ცხოვრება სავაჭრო სივრცეში
საფეხმავლო სავაჭრო ზონა და მშვიდი შიდა ეზოები, ექვსივე თაუერის ქვედა დონეზე გაშენებული ერთიანი ურბანული სივრცე.
კინო, კულტურული ღონისძიებები და ღამის განათება - როცა საღამოს დადგომასთან ერთად, ეს გარემო შეხვედრებისა და დასვენების მთავარ ეპიცენტრად გარდაიქმნება.
პადელისა და ჩოგბურთის კორტები, ღია სპორტული მოედნები და სარბენი ბილიკი, რომელიც მწვანე ბაღებს ერტყმის გარს.
საბავშვო სივრცეები და სახურავის ბაღები, უბანი ყველა თაობისთვის.
დილის ყავიდან საღამოს კოქტეილამდე - Downtown Tbilisi-ს გასტრონომიული სივრცეები და ღია ტერასები იდეალურ გარემოს ქმნის ნებისმიერი შეხვედრისთვის.
ლოკაციააუზები შენობაში და სახურავებზე, საუნა და ჰამამი თბილ ხესა და ქვაში, და მშვიდი სართული პარკის თავზე.
დაგვიკავშირდითლოკაცია
ტერიტორია საბურთალოზე, ქალაქის დასავლეთ შემაღლებაზე, ცენტრალური პარკის მიმდებადე მდებარეობს: ხუთი წუთი ვაკის პარკიდან და ჭავჭავაძიდან, ოც წუთზე ნაკლები რუსთაველიდან, თავისუფლების მოედნიდან და ძველი ქალაქიდან. თავად თბილისი აღმოსავლეთ ევროპასა და აზიას შორის დერეფანზეა, რაც ამ პროექტის აზრის დიდი ნაწილია.
მიახლოებითი დრო ავტომობილით, დამოკიდებულია საცობებზე.
განვითარების კომპანია
Downtown Tbilisi Archi Group-ისა და Invia-ს ერთობლივი პროექტია, თანადეველოპერი - The Sapir Organization. კომპლექსის გენგეგმასა და არქიტექტურაზე მსოფლიო გიგანტი Gensler მუშაობს, ხოლო Trump Tower Tbilisi The Trump Organization-თან თანამშრომლობით იქმნება.
დაგვიკავშირდით
მიიღეთ სრული პრეზენტაცია, გენგეგმა და პირველი შეტყობინება თითოეული თაუერის გამოშვებაზე.


